გარემოსდაცვითი შეფასების პორტალის მიზანია ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობა.
პორტალზე გაეცნობით შემდგომ ინფორმაციას:
გარემოზე ზემოქმედების შეფასების/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია;
- საზოგადოებისგან შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღების ვადა;
- ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ;
- სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
საკონტაქტო ინფორმაცია: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6
ტელ: 0 322 378038
ელ.ფოსტა: eia@mepa.gov.ge